აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეს ქალაქ ქობულეთში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ვინაიდან გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები