გია ვოლსკი: ევროპარლამენტის ანგარიში ცუდი არ არის, არის პოზიტიური ტენდენციები, მაგრამ ეს დამატებები დისონანსურია, როგორც მთლიანად მოხსენების კონტექსტში, ასევე რეალობასთან შესაბამისობაში

აშკარად გამოიკვეთა, რომ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე არის თემა, რომელიც მთავარი საკითხია შესწორებებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის შესწორებების შესახებ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეტევა ადრეც მიმდინარეობდა, თუმცა ახლა კონტურები უფრო მკაფიოა.

„მთლიანად ანგარიში ცუდი არ არის, არის რაღაც პოზიტიური ტენდენციები, რაც საკმაოდ დამაჯერებლად წარმოაჩენს ქართულ პოზიციას ევროსივრცეში, მაგრამ ეს დამატებები დისონანსურია, როგორც მთლიანად ამ მოხსენების კონტექსტში, ასევე რეალობასთან შესაბამისობაში, რაც ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში არსებობს. აქ უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე არის თემა, რომელიც მთავარი საკითხია შესწორებებში და თავისი შინაარსით უსამართლოა.

მათ უნდათ, ბიძინა ივანიშვილი გახდეს პიროვნება, რომელიც თავის გავლენით მიუთითებს მმართველ გუნდს, რომ აუცილებელია, საქართველო მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის ნაწილად გადაიქცეს და ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვთ, რომ თუ მასზე ასეთი ინტენსიური შეტევა განხორციელდება, ის მოტრიალდება და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ბოლოს და ბოლოს, მიგვითითებს ჩვენ ყველას, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა სფეროში დაკავებულ ადამიანებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები