გია ცაგარეიშვილი: რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია

რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ერევა დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის ბიზნესასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებას.

მისი თქმით, ელჩზე ზეწოლა უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია.

„რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე და ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია, რბილად რომ ვთქვათ, ერევა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა, არ აქებდა და ადიდებდა ან მიხეილ სააკაშვილს, ან „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები