გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემა პარლამენტის ფუნქცია, მნიშვნელობა და საქმიანობა იყო.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში, რეგიონში და მსოფლიო მასშტაბით ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ რეკომენდაციებზე.

პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლების მნიშვნელობას და ახალგაზრდების როლს ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების პროცესში.

მან სტუდენტური პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური თუ საპარლამენტო საქმიანობის კუთხით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები