სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდაჭერის ერთგული რჩება

აშშ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდაჭერის ერთგული რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 7 ნოემბერს, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს უმასპინძლა, რათა ხელი შეუწყოს პროგრესს ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, გუშინდელი შეხვედრა ხაზს უსვამს სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტენსიური დიალოგის გზით მშვიდობისკენ სერიოზულ მისწრაფებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები