ისრაელის არმიამ ღაზას მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა

  ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის პიტერ ლარნერის განცხადებით, ისრაელის არმიამ საარტილერიო შეტევით უპასუხა პალესტინელ ,,ბოევიკებს“, რომლებმაც სარაკეტო შეტევით დაარღვიეს საზავო შეთანხმების ყველა პირობა.
,,პალესტინის მხრიდან სარაკეტო შეტევას ისრაელის თავდაცვითი არმიის საპასუხო საარტილერიო იერიში მოჰყვა“,- განაცხადა პიტერ ლარნერმა.
შეგახსენებთ, რომ პალესტინელებმა დაარღვიეს 72 -საათიანი შეთანხმება და ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები