მამუკა მდინარაძე: შეხვედრებზე ხდება ხაზგასმა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მშვიდობიან პირობებში ვითარდება და ინვესტიციებისთვის არის ძალიან საინტერესო

„ყველა შეხვედრაზე ხდება ხაზგასმა, რომ საქართველო არის სწრაფად და სტაბილურად განვითარებადი ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც მშვიდობიან პირობებში ვითარდება და ქვეყანა, რომელიც ინვესტიციებისთვის არის ძალიან საინტერესო. ამის ხაზგასმა ხდებოდა იმ ადამიანების მიერ, ვინც იცნობს საქართველოს და ქვეყანაში არსებულ რეალობას, დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით,” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრებზე ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და იმ პოტენციალზე გამახვილდება, რაც ამ მიმართულებით ქვეყანას გააჩნია. მისივე თქმით, ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეძლო სწორი სვლა, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება.

„სამომავლო პერსპექტივაში ჩვენი ურთიერთობები, სწორი დამოკიდებულება, მათი მზარდი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საინვესტიციო თუ საპარლამენტთაშორისო გაღრმავების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალისხმევას არ ვიშურებთ საიმისოდ, რომ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა დეოკუპაციის პოლიტიკის, უფრო მეტი ხაზგასმა მოხდეს საერთო გამოწვევების, უსაფრთხოების საკითხებზე. ისინი საუბრობენ, რომ საქართველომ შეძლო ამ მიმართულებით იმ გზაზე სწორი სვლა, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება. ესეც მნიშვნელოვანი მესიჯია ჩვენი იაპონელი კოლეგების მხრიდან”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები