ირაკლი კობახიძე: დევიდ ლის განცხადება სკანდალურია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ განცხადებით შოკირებული ვარ, ბევრად უარესი რაღაცებიც გაუკეთებიათ კუბილიუსსა და ჰარცელს

დევიდ ლის განცხადება სკანდალურია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ განცხადებით ვარ შოკირებული, რადგან უარესებიც მომისმენია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დევიდ ლის განცხადება სკანდალურია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ განცხადებით ვარ შოკირებული, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ბევრად უარესი რაღაცებიც გაუკეთებიათ, როგორც ერთს, ასევე, მეორეს, ვგულისხმობ კუბილიუსსა და ჰარცელს. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი ის დამოკიდებულება, რაც ამ ორ ადამიანს აქვს, მათ შორის, ბიზნესის დამოუკიდებლობის მიმართ. ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მათი მეგობრები ამ ხელწერით გამოირჩევიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი – დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრეს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები