ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 

“წინ არ გავუსწრებთ მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებებმა ნათელი სურათი აჩვენა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ომბუდსმენობის კანდიდატებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი სჭირდება.

„გვირჩევნია, ჩვენს პრეფერენციებზე არ ვისაუბროთ და დავიტოვოთ დრო იმისთვის, რომ გაიმართოს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას. ეს არ იქნება მარტივი გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას აქვს აშკარად თვითმიზანი, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი.

დღეს ვიცით, რომ “ნაცმოძრაობის” ფავორიტებისგან შედგება სახალხო დამცველის ოფისი არსებითად. შესაბამისად, მათ აქვთ ეს ინტერესი, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი არ შეგვასრულებინონ. ეს ართულებს ვითარებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ სახალხო დამცველის არჩევას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები