გია ვოლსკი: მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე – რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი IRI-ის კვლევებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, IRI-ის და მისი დაქირავებული ორგანიზაციისთვის დამახასიათებელია კვლევა, რომელიც გარკვეულ სიმართლეს ამბობს, თუნდაც, პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, მაგრამ სრულ სიმართლეს – არა.

“მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე – რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია, ისევე – როგორც არაერთი პრობლემა, რაც ქვეყანას აწუხებს და ამა თუ იმ კვლევაში ამოტივტივდება ხშირად გარკვეული კონიუნქტურული საფუძვლით. საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე, თავის პოზიციასაც გამოხატავს. თუმცა, ბევრია ისეთი, რომელიც არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს. ერთია კიდევ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა, საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ერთიანია, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ დამოკიდებულების შექმნაში “ქართულ ოცნებას” „ლომის წილი“ მიუძღვის, 2012 წლიდან მოყოლებული საზოგადოებას აჩვენა, რომ ევროატლანტიკური სივრცე არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანის წამება და უფლებების დარღვევა იყოს მხარდაჭერილი. IRI-ის და მისი დაქირავებული ორგანიზაციისთვის დამახასიათებელია კვლევა, რომელიც გარკვეულ სიმართლეს ამბობს, თუნდაც, პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, მაგრამ სრულ სიმართლეს – არა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები