“რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება იმის მიხედვით, ამას როდის და როგორ – გადაწყვეტს კიევი” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას უჭერს მხარს, ოღონდ – კიევის პირობებით და უკრაინისთვის ხელსაყრელ დროს.

ამის შესახებ მან ეგვიპტეში, COP27 სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა.

მაკრონის თქმით, უკრაინამ „რაღაც მომენტში“ უნდა განაახლოს მოლაპარაკებები.

„ჩემი მხრივ, დარწმუნებული ვარ და ვვარაუდობ, რომ ახლაც, რაღაც მომენტში, ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს უნდა მოხდეს იმ „პირობებსა და ვადებში, რომელსაც უკრაინა აირჩევს“.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის რადიკალური პირობების წამოყენება, ნაჩქარევი იქნებოდა „მაღალი დაძაბულობის“ გამო. მან განსაკუთრებით აღნიშნა ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტა, რასაც უკრაინელები წააწყდნენ.

„ამჟამინდელი კონტექსტი არ იძლევა ამ საკითხზე სწრაფი განმარტებების საშუალებას“, – დასძინა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები