უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთთან უკრაინის მოლაპარაკებების პოზიცია ცნობილია და ღიაა.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. ჩვენი მოლაპარაკების პოზიცია ცნობილია და ღიაა. ჯერ რუსეთს გაჰყავს ჯარები უკრაინიდან, შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. მზად არის თუ არა ამისთვის პუტინი? ცხადია, რომ არა. ამიტომ, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთის მომავალ ლიდერთან“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
Important: Ukraine has never refused to negotiate. Our negotiating position is known and open.
1. First, RF withdraws troops from 🇺🇦
2.After everything elseIs Putin ready? Obviously not. Therefore, we are constructive in our assessment: we will talk with the next leader of RF.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) November 7, 2022