რუსეთში, ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, ქალაქ კოსტრომაში ღამის კლუბში „პოლიგონი“ ხანძარი მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 4 კი დაკვამლიანების შედეგად დაშავდა.
„ხანძრის დროს შენობის სახურავი ჩამოინგრა, ხალხმა ხანძრიდან გამოსვლა ვერ მოასწრო“, – წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა.