ჯეიკ სალივანი: შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება გაუწიოს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება გაუწიოს.

მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი დელეგაციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და ვიზიტის მიღმაც განიხილება.

„საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან უკრაინელებთან და ამას განიხილავენ“, – განაცხადა სალივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები