ხმაური საკრებულოში – “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ხმაური თბილისის საკრებულოში – ერთმანეთს გლდანის მაჟორიტარი, “ქართული ოცნების” დეპუტატი – კოტე ზარნაძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი – ირაკლი ეძგვერაძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ფაქტი საკრებულოს შენობის დერეფანში მოხდა.
ვითარება კოტე ზარნაძის გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. მან ოპოზიცია ვაკის პარკის ტრაგედიით მანუპულირებაში დაადანაშაულა და უსაყვედურა, თუ რატომ არ მოიკითხეს ოპოზიციონერებმა დაშავებული ბავშვები კლინიკაში, რაზეც ეძგვერაძემ უპასუხა, რომ დაკავშირება სცადა, თუმცა, ოჯახებთან კონტაქტზე ვერ გავიდა.
კამათის შემდეგ, ზარნაძე და ეძგვერაძე დერეფანში გავიდნენ, სადაც დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.