ირაკლი კობახიძე: გვარამიამ იცოდა, რომ ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ წინასწარ იცოდა, რომ “რუსთავი 2-ის”გადაცემა კანონიერი მფლობელისთვის მოუწევდა ამიტომ ტელევიზიის ძარცვა დაიწყო.

“არ შეგვიძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ. შეფასებას გავაკეთებ, როგორც იურისტი – გვარამიამ იცოდა, რომ საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, ასევე იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა. ეს წინასწარ იცოდა, რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისეს “რუსთავი 2″. ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელევიზია მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს გადაცემამდე. ტელეკომპანია შვიდი მილიონი ლარით გაძარცვეს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები