გიორგი ამილახვარი ოპოზიციაზე: ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ არის ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე
არაერთი მსგავსი გაერთიანება გვინახავს – არჩევნებამდე, არჩევნების წინ, ბლოკები, მაგრამ ყოველთვის სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს – რადიკალური ფრთას არასოდეს არ ამოძრავებდა საერთო მიზნები, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტის შეკითხვას თუკი ოპოზიციამ გაერთიანება შეძლო, შეუქმნის თუ არა პრობლემას ეს მომდევნო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ და რა მოლოდინები ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში.
მისი თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„კითხვა ძალიან ლეგიტიმურია, თუმცა გამოცდილება სხვა რამეს გვეუბნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო 10 – წლიანი ჭრილი რომ ავიღოთ, არაერთი მსგავსი გაერთიანება გვინახავს – არჩევნებამდე, არჩევნების წინ, ბლოკები, მაგრამ ყოველთვის სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს – რადიკალური ფრთას არასოდეს არ ამოძრავებდა საერთო მიზნები.
ერთადერთი რამ, ერთადერთი მრწამსი, რაც დღეს მათ აერთიანებთ, როგორმე ხელი შეგვიშალონ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა „ღამის კურიერში“.