ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას დეოლიგარქიზაცია არ აინტერესებს, მათ აქვთ შურისძიების სურვილი ივანიშვილზე, რადგან მან დაამარცხა მათი ავტორიტარული მმართველობა

“ოპოზიციას დეოლიგარქიზაცია არ აინტერესებს, მათ აქვთ შურისძიების სურვილი ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო ის ლიდერი, ვინც დაამარცხა მათი ავტორიტარული მმართველობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიცაზიის შესახებ კანონი ოპოზიციისთვის მიუღებელია, რადგან ის შეიძლება, მათ შეეხოს.

“ობიექტურად, მიუკერძოებლად დაწერილი კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც სწორედ უკრაინული კანონი წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის მიუღებელია, რადგან ის შეიძლება, შეეხოთ იმ ოლიგარქებს, ვინც დღეს არიან ოპოზიციის რიგებში და არიან საკმაოდ მრავლად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები