ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს შეხვდნენ
პარლამენტის ინფორმაციით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლების და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოში 2021 წელს გამართული და 2024 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნები იყო.
„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულ ოცნებას” აქვს წარმოდგენილი. იცით, რომ ვენეციის კომისიაშიც არის წარდგენილი პროექტი და განსაკუთრებული ყურადღებით მოისმინეს ჩვენი პოზიციები ამ ნაწილზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა.