ალეკო ელისაშვილი: ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი – “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო”

გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი – “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო”. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის რატომ მიდის?”, – ასე აფასებს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან პარლამენტის შესაძლო დატოვებას.

ელისაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე გაუგებარი თამაშით არის დაკავებული.

„გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი – “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო”. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის რატომ მიდის? ამ ყველაფერს ხალხი ხომ უყურებს და მათ შეაფასონ ასეთი სიმჩატე. ამდენი ხანი რომ იჯდა, თუ პარლამენტში რუსეთუმეობა ხდება და რუსეთის სამსახურში ვართ, თავად რას აკეთებდა? თვალები ახლა გაეხილა და რუსეთის დამქაშები ახლა ამოიცნო? ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და ვერ გავიგე, რა უნდა. ევროპა მინდაო და რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს. რაღაცით არის დაკავებული და არ ვიცი, რით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები