რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების დეფიციტი – ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილზე “გრაფიკი” ამოქმედდა

“ჩერნომორენერგომ” ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა 10:00-დან 15:00 საათამდე დაუწესა.

როგორც კომპანიის პრესსამსახური იტყობინება, ამის მიზეზი მაღალი ძაბვის ხაზის “აჩგუარა-220”-ზე სარემონტო სამუშაოები გახდა, ასევე, ის, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების დეფიციტია.

1-ელ ნოემბერს “აჩგუარა”-ს ავარიული გამორთვების გამო, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე სამჯერ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები