პოლიტიკური ჯგუფის – „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის  – „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო კანონმდებლობასა და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე.

„ვისაუბრეთ არა მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოზე, სადაც ბევრი პრობლემაა, არამედ – იმ არადემოკრატიულ გარემოზე, რომელშიც საქართველოში არჩევნები ტარდება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ასახვას საპარლამენტო მანდატებში. კარგია, რომ საარჩევნო პროცესი და საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი ყურადღების ქვეშ არის. მათ, ისევ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება არჩევნების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ყველა რეკომენდაციას შეასრულებს და არა ამორჩევით, რომელიც მათთვის მოსაწონია. აქ მთავარია არა მხოლოდ კანონებში მუხლების, პუნქტებისა და წინადადებების გადანაცვლება-გადმონაცვლება, არამედ არჩევნების რეალური გარემო, რომელიც აქამდე არ ყოფილი დემოკრატიული და მომავალი არჩევნებისთვის ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები