ლევან იოსელიანი ოდირ-ის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები” წევრი, ლევან იოსელიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა.

ეუთო-ს მისიასთან შეხვედრისას, პარლამენტის წევრმა ყურადღება წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებული საკითხები ქვეყანაში ნელ-ნელა გვარდება. სამომავლოდ არჩევნები ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანის გამოყენებით ჩატარდება და ეს მექანიზმი, რეალურად, არჩევნების დღის მიმართ არსებულ კითხვებს მინიმუმამდე დაიყვანს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ განმეორდება ის პრობლემები, რაც აქამდე იყო. საუბარია ხმების მოსყიდვაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ასე შემდეგ. მისიის წევრებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები