ელისო ბოლქვაძე საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან, საბინე მახლისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გაეროსა და კულტურის კომიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. ელისო ბოლქვაძემ გაეროს წარმომადგენელს კულტურის კომიტეტის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა კულტურული დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზე.

„ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. გამოიკვეთა კონკრეტული ასპექტები, რა მიმართულებითაც კულტურის კომიტეტი გაეროსთან თანამშრომლობით იმუშავებს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები