გივი მიქანაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სტუმრებს სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ის ძირითადი მიმართულებები და ცვლილებები გააცნო, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეჯერდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფის მუშაობა დროებით შეჩერებულია და ელოდება ეუთო/ოდირ-ის და ვენეციის კომისიის დასკვნას.

„ოდირ-ის სადამკვირვებლო მისია ოფისის მიერ გაწეული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას აფასებს და შესაბამისად, ის პროცესი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა წარმართა, მათი რეკომენდაციების გამოძახილია. სტუმრებს სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია გავაცანი და ჯგუფის წევრებს შორის პოზიციების შეჯერების მნიშვნელობა აღვნიშნე. ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები ამ ეტაპზეც გრძელდება და მიმდინარეობს მსჯელობა, თუ სად შეიძლება, გამოინახოს საერთო შეხების წერტილები, რათა ეუთო/ოდირ-ის და ვენეციის კომისიიდან შეფასებითი დოკუმენტის დაბრუნების შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას, კიდევ უფრო შეჯერებული პოზიციები გვქონდეს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები