გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს შეხვდნენ
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ხატია წილოსანი და ანა ნაცვლიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა სტუმრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ხატია წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობაზე.
„მიმოვიხილეთ თემატური მოკვლევა, რომელიც შეეხებოდა ჩრდილოვან ეკონომიკაში ქალთა ჩართულობას და მათი როლის განსაზღვრას, როგორც საპენსიო დაგროვებით სისტემებში, ასევე ეკონომიკაში აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნის მასშტაბით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის განხორციელებაზე და თანამშრომლობის მომავალ ფორმატებზე, რაც გულისხმობს სოციალური და საპარტნიორო ორგანიზაციების როლის გამოკვეთას საქართველოს პარლამენტთან და სამთავრობო უწყებებთან ერთად”, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.