თეა წულუკიანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას ესტუმრა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იგი, გურიის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შარაშიძესთან ერთად გაეცნო სასწავლებლის საქმიანობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების პრობლემებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს სამუსიკო სასწავლებლებს, კერძოდ, ხელს უწყობს ისეთი კონკურსების ჩატარებასა და პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამუსიკო სასწავლებლების განვითარებისთვის არის საჭირო.
თეა წულუკიანმა სასწავლებლის დახმარების გაგრძელებისათვის მზადყოფნა გამოხატა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, თავისი შესაძლებლობებისა და რესურსების შესაბამისად, ყოველთვის გვერდით დაუდგება 62-წლიანი ისტორიის მქონე სამუსიკო სკოლას.
შეხვედრის შემდეგ, თეა წულუკიანი სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტს დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები