ლევან ნიკოლეიშვილი – ხატია დეკანოიძის განცხადებაზე: უნგრეთის პრემიერი „ნაცების“ საყვარელი პოლიტიკოსი იყო მაშინ, როცა ადეიშვილს და მიშას მფარველობდა, დღეს კი, პრორუსი გახდა
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
ექსპერტის თქმით ეს არის ომის და ღალატის პარტიის რეალური, ორმაგი სახე.
„რა უცნაურია ცხოვრება – იყო დრო, როდესაც უნგრეთის პრემიერი „ნაცების“ საყვარელი პოლიტიკოსი იყო, მაშინ როცა ადეიშვილს და მიშას მფარველობდა. დღეს კი, პრორუსი გახდა… ეს არის ომის და ღალატის პარტიის რეალური, ორმაგი სახე“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.