27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა
1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა იაკობ გოგებაშვილი – პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, გამორჩეულია მისი ღვაწლი საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრების საქმეში. ამასთან, იაკობ გოგებაშვილი აქტიურად იყო ჩართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში;
1865 წელს გამოვიდა გოგებაშვილის პირველი სახელმძღვანელოები ქართული სკოლებისთვის: „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ და „ბუნების კარი“ (1868), ასევე, „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876).
ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.