“ქართული ოცნების” ლიდერები ირაკლი ხახუბიას სახლში მივიდნენ
“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას სახლში პარტიის ლიდერები: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე იმყოფებიან. ისინი ხახუბიას ოჯახის წევრებთან სახლში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამავე ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.