ირაკლი კობახიძე – ხახუბიას გარდაცვალებაზე: სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა – ის იყო თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული!“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამავე ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები