თემურ ჯანაშია: დაპატიმრების შემთხვევაში ვეცდები, სასამართლოზე თავი გავიმართლო

  მე სამხედრო ვარ და რასაც მიბრძანებენ, იმას გავაკეთებ. დაპატიმრების შემთხვევაში ვეცდები, სასამართლოზე თავი გავიმართლო“, – ამის შესახებ „კვირას“ სდსს-ს ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ განუცხადა. მისი თქმით, ის ახლა დასავლეთიდან თბილისში ბრუნდება და 17:00 საათზე პროკურატურაში უნდა გამოცხადდდეს.
„დღეს დილით დამიკავშირდნენ ტელეფონით და 11 საათზე დამიბარეს, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძლებდი. ახლა დასავლეთიდან თბილისში ვბრუნდები და პროკურატურაში 5 საათზე უნდა გამოვცხადდე. როგორც ვიცი, ბრალი უნდა წამიყენონ. თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ. მე სამხედრო ვარ, რასაც მიბრძანებენ, იმას გავაკეთებ. მე რომ დამითხოვეს სამსახურიდან, მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდებოდა. სააკაშვილი პრეზიდენტი იყო კიდევ 8 თვე და ჩვეულებრივად მიდიოდა მუშაობა, ჩვეულებრივი რუტინა იყო. თუ დამაკავებენ, დამაკავონ, რა ვქნა. არანაირად არ მივიჩნევ თავს დამნაშავედ, ახლოსაც არ ვყოფილვარ ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასთან”, – განუცხადა „კვირას“ თემურ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წაუყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები