გია ვოლსკი: განგებ სახალხო დამცველობის ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი, რომლებზეც ვიცით, რომ მყარი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, რასაც უკიდურესად უხეშ ფორმებში გამოხატავდნენ

“რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო შეთანხმებით განგებ ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი, რომლებზეც აპრიორი ვიცით, რომ მყარი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, ხოლო ამ პოლიტიკურ პოზიციას უკიდურესად უხეშ, უზრდელურ და ხშირ შემთხვევაში, ხეპრულ ფორმებში გამოხატავდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ სახალხო დამცველობის კანდიდატების თემაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მას არანაირი საერთო კანდიდატის შერჩევა არ სურს.

“საკუთარი პოზიციით უმრავლესობის პოზიციასთან დაპირისპირება ნორმალურია, მაგრამ მანერა, ის რაზეც საუბრობდნენ, მათი პოლიტიკური პოზიცია და ხშირად უკმეხი თუ ხეპრული გამონათქვამები, რომელიც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან აქვთ გაკეთებული, იმას მოწმობს, რომ როგორ ძლიერიც არ უნდა იყოს დეპოლარიზაციის მონდომება, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მას არანაირი საერთო კანდიდატის შერჩევა არ სურს – არანაირი შეთანხმება, შერიგება, მორიგება თუ პოლიტიკური თანხმობა მათ დღის წესრიგში არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები