შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, ვალერი რაბოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად,  საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, ვალერი რაბოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„შალვა პაპუაშვილმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. აგრეთვე, ესაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესზე და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შემდგომ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს.

შეხვედრა  ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები