გია ვოლსკი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე: სასარგებლო იქნებოდა, ამ თემაზე ასეთი დემარშები არ გაკეთებულიყო და აქცენტები არ ყოფილიყო გადატანილი

სასარგებლო იქნებოდა, რომ ამ თემაზე ასეთი დემარშები არ გაკეთებულიყო და აქცენტები არ ყოფილიყო გადატანილი, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, თვითონ პრეზიდენტმა, მისმა ადმინისტრაციამაც, რომ პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმომადგენლობითია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, ეს იყო შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული შეხვედრა და ასეთი დემარში სრულიად ზედმეტია.

„ეს არ იყო სახალხო დღესასწაული, თუნდაც 26 მაისი, როდესაც ეს წარმომადგენლობითი ფუნქცია პრეზიდენტს რასაკვირველია ეზრდება. იყო ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განხილული თემები არანაირ კონსტიტუციურ ასპექტში არ უკავშირდება პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს. ლაპარაკი, რომელიც მოვისმინე ზოგიერთისგან, რომ გვეთქვა პრეზიდენტისთვის, ვითომ შემრიგებლურ-დამრიგებლური ტონით და არ გაეკეთებინა მას ასეთი დემარში და განცხადება, რაღაც ბავშვურ, გულუბრყვილო, უფრო პრეტენზიებად, კაპრიზად ჟღერს, ვიდრე მიახლოებით საქმესთან დაკავშირებულ საკითხად. ასე რომ, დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები