ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური “ტვიტერში” წერს, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.
„ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა ბოლო წლებში.
ჩემ ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.
Congratulations @RishiSunak on becoming the Prime Minister of 🇬🇧. Relations between our countries had reached its all time high in recent years. I wish you all the success & looking forward to our cooperation in all possible areas of mutual interest.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 25, 2022