დიდი ბრიტანეთის მეფემ რიში სუნაკი პრემიერად დანიშნა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ რიში სუნაკი ქვეყნის პრემიერმინისტრად დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა.

ამის შესახებ SkyNews-ი იტყობინება.

სუნაკთან აუდიენცია ბუკინგემის სასახლეში შედგა.

მოსალოდნელია, რომ ის დაუნინგ-სთრითზე გაემგზავრება, სადაც მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

რიში სუნაკი კონსერვატიული პარტიის და, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 24 ოქტომბერს გახდა. უფლებამოსილების შესრულებას ის უკვე დღეიდან შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები