ლაშა ხუციშვილი: აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გვაქვს, ასევე, მისი შემდგომი განვითარება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გვაქვს, ასევე, მისი შემდგომი განვითარება, – ასე შეაფასა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება.

ლაშა ხუციშვილის თქმით,12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი და რეკომენდაციების შესრულება იმ ტემპით მიმდინარეობს, რაც კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად არის საჭირო.

მისივე თქმით, პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ – ოპოზიციის ჩართულობა.

„ამასთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ შესაბამისი სამუშაო ჯგუფია და ვადებია განსაზღვრული. აღნიშნული პუნქტების შესრულება მიმდინარეობს იმ ტემპით, რა ტემპიც საჭიროა კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად. რაც შეეხება პოლარიზაციის ხარისხს, პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლების, მთავრობის ძალისხმევა, არამედ ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. ყველა პუნქტი ვადებში შესრულდება“,- აღნიშნა ხუციშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოს მოუწოდა აჩვენოს ერთგულება ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები