დავით მათიკაშვილი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებისთვის მაგიდა თბილისში არის მზად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებისთვის თბილისში მაგიდა მზად არის.

დეპუტატის განმარტებით, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად დარეგულირებას საქართველო ხელს ყველანაირად შეუწყობს.

“დღეს, როდესაც გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია სამშვიდობო დარეგულირების კუთხით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, საქართველოს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.
ამ მხრივ ყველა კარი ღიაა. მოლაპარაკებების მაგიდა თბილისში არის მზად. მხარეებმა უნდა გამოხატონ იმის სურვილი, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. საქართველო ამას ყველანაირად ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები