გია ვოლსკი: ევროპა დაინტერესებულია, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისთვის

„საგანგებო მნიშვნელობა აქვს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ეს არ არის მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ინტერესების სფერო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა დაინტერესებულია იმით, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი ამისთვის ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა.

“ევროპა, მისი ბაზარი დაინტერესებულია იმით, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რასაკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის. ამ თემებზე მოლაპარაკების პერიპეტიებს თუ გადავხედავთ, ძალიან მარტივად დავასკვნით – თუ ვის სჭირდება დესტაბილიზაცია საქართველოში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვან თემებზე მიდის მსჯელობა. სატრანზიტო მიმართულებით საუბარი დღეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები