გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. გივი მიქანაძე სტუდენტებს ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. ასევე, საჯარო უწყებებში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.

„სტუდენტებს პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა გავაცანი. მათი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის, პარლამენტში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაზე. ძალიან დიდი ინტერესი გამოითქვა საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკურ საკითხებსა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები