ცხინვალში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

ცხინვალში, 2-სართულიან კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა, 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ქალია, რომელიც ღრმა დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

რეანიმაციულ განყოფილებაში სულ სამი – 19, 43 და 70 წლის ადამიანები არიან გადაყვანილი.

ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ „საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში ზარი დილის 8:00 საათზე შევიდა”.

ე.წ უწყებაში აცხადებენ, რომ სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, სახლში გაზმა გაჟონა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები