საუდის არაბეთში „მომავლის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო
საუდის არაბეთის უდაბნოში პროექტ “The Line”-ის ნეომში, „მომავლის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, “Dezeen” ავრცელებს.
ამჟამად, ექსკავატორები ტრანშეებს თხრიან ქალაქისთვის, რომლის სიგრძეც 170 კილომეტრი, ხოლო სიმაღლე 500 მეტრი იქნება და გათვლილია 9 მილიონ ადამიანზე.
The Line – ერთ-ერთი პროექტია, რომელი ნეომში შედგება, რომლის საერთო ღირებულებაც 500 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ძირითადი მიზანია – შექმნას ტურისტული ქალაქები სამუშაო სივრცით, გასართობი ადგილებით და საცხოვრებლით ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, სადაც ყველაფერი 5 წუთის მანძილზე იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ქალაქის ნებისმიერი წერტილი უნდა დააკავშიროს 20 წუთის ინტერვალში.
Saudi Arabia’s 500-metre tall mirrored linear city is now under construction. This footage by @otskydrone captured part of the massive site that will eventually stretch for 170-kilometres across the desert. #construction #engineering #architecture pic.twitter.com/VnGEnR4xqB
— The B1M (@TheB1M) October 19, 2022