ირაკლი ჩიქოვანი: ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეიტანს განხეთქილებას უკრაინასა და საქართველოს შორის

საქართველო მხარს უჭერდა უკრაინას როგორც პოლიტიკურ, ასევე, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ დონეზე და ეს ასეც გაგრძელდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს.

მისივე თქმით, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეიტანს განხეთქილებას უკრაინასა და საქართველოს შორის, თუმცა, განცხადებები, რომელსაც აკეთებენ მათი ოფიციალური პირები, ნეგატიურად იქნება მიღებული.

„რაც  უნდა კეთილი განზრახვით შენიღბონ აქ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათი პარტიული პარტნიორების განცხადებები, ფაქტია, რომ ის, რასაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვაშენებთ, ასეთი განაცხადებებით ყველაფერს ჩრდილი ადგება. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით გაგრძელდება და კვლავაც ამ გზით ვაპირებთ საუბარს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხს, სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან კონკრეტული: ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც აქამდე გვქონდა. საქართველო მხარს უჭერდა უკრაინას როგორც პოლიტიკურ, ასევე, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ დონეზე და ეს ასეც გაგრძელდება. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეიტანს განხეთქილებას უკრაინასა და საქართველოს შორის, თუმცა ასეთი განცხადებები, რომელსაც აკეთებენ მათი ოფიციალური პირები, ნეგატიურად იქნება მიღებული და გვექნება შესაბამისი რეაქციები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები