რუსი ოკუპანტები დილიდან ზაპოროჟიეს ბომბავენ.
ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა “ტელეგრამში” დაწერა.
„მტერი რეგიონულ ცენტრს რაკეტებით უტევს. დარჩით დავშესაფრებში! დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – დაწერა მან.
სტარუხმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, სიფრთხილით მოეკიდონ რუსული რაკეტების ნამსხვრევებს.
„მტრის თავდასხმის შედეგად, ქალაქის ტერიტორიაზე შესაძლოა, რაკეტების ფრაგმენტები რჩებოდეს. არ შეეხოთ, არ მიუახლოვდეთ, არ გადაიღოთ სურათები. ეს ნაწილები ფეთქებადსაშიშია. გაუფრთხილდით ერთმანეთს!”, – წერს სტარუხი.