„ქალი ემიგრანტი, ქალი ემიგრაციის შემდეგ, სირთულეები, დაძლევის გზები” – საქართველოს ქალთა საბჭოს საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

21 ოქტომბერს, 17 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ქალთა საბჭოს საერთაშორისო ფორუმი – „ქალი ემიგრანტი, ქალი ემიგრაციის შემდეგ, სირთულეები, დაძლევის გზები” – გაიმართება.
ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს ინფორმაციით, ფორუმის მიზანია; ემიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, პრობლემების სიღრმისეულად გათვითცნობიერება, ქალის წინაშე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების განსაზღვრა, ემიგრანტ ქალთა უფლებების გაცნობა-დაცვის მექანიზმის განსაზღვრა…
ფორუმს დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რეგიონალური ქალთა საბჭოების, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები.
ფორუმზე მოხსენებებით გამოვლენ:  საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლობები.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალები. გამოიფინება საბერძნეთში დაფუძნებული გაზეთ „ელადას“ გამოცემები – 2002 წლიდან დღემდე.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დროებით გადაადგილებული უკრაინელი ქალები საქართველოში.
დამსწრე საზოგადოება მოისმენს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტი ქალების ვიდეომიმართვებს,  ხოლო ფორუმი ჯგუფ – „ემიგრანტი დედების“ სიმღერების ფონზე წარიმართება.
.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები