ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ბავშვთა სპეციალიზებული სკოლა დაბომბეს (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ კამიშევახში​ ბავშვთა სპეციალიზებული სკოლა დაბომბეს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში დაწერა.

მისივე ინფორმაციით, სკოლა ადგილობრივი დროით 7:20 საათზე დაიბომბა.

ტიმოშნეკოს თქმით, მომხდარის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა, დანგრეულია ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები