დღეს მოსამართლე დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულების ეტაპზეა.
დღეს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება და ორწლიან პროცესს შეაჯამებს.
დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ, სასამართლოს წინაშე ძალადობაში ბრალდებული, ქვეყნის პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილიც ისაუბრებს.
ამის შემდეგ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ცნობისთვის, ბრალდების მხარემ ორწლიანი პროცესი, მოწმეთა ჩვენებები და ამ დროის განმავლობაში გამოკვლეული მტკიცებულებები უკვე შეაჯამა და სასამართლოს დასკვნითი სიტყვა გუშინდელ პროცესზე წარუდგინა.
პროკურატურის მტკიცებით, ბასილაშვილის მხრიდან მისი მეუღლე – ნელი დოროყაშვილი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. პროკურორის თქმით, ხშირად ოჯახურ კონფლიქტს არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა.
დღევანდელი პროცესი 14 საათზეა ჩანიშნული.