დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუელა ბრევერმანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალური დოკუმენტი გახდა, რომელიც ბრევერმანმა კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა.
„შეცდომა დავუშვი, ვიღებ პასუხისმგებლობას; ვტოვებ თანამდებობას“, – აღნიშნა მან პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასისადმი გაგზავნილ წერილში.
ამასთან, ბრევერმანმა წერილში შეშფოთება გამოთქვა მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მთავრობამ დაპირებები ვერ შეასრულა.
„ჩვენ არა მხოლოდ დავარღვიეთ ძირითადი დაპირებები, რომელიც ჩვენს ამომრჩევლებს მივეცით, არამედ სერიოზული შეშფოთება მაქვს ამ მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მიგრაციის საერთო რაოდენობის შემცირება და არალეგალური მიგრაციის შეჩერება“, – განაცხადა სუელა ბრევერმანმა.