რუსი ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ენერგოდარს ბომბავდნენ, ქალაქი ნაწილობრივ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
ამის შესახებ ენერგოდარის მერმა, დიმიტრი ორლოვმა Telegram-ში დაწერა.
„ღამით ენერგოდარი ისევ დაიბომბა. ქალაქი ნაწილობრივ არის დარჩენილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე. იერიში სამრეწველო ზონიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრით გაგრძელდა. ამ დრომდე, აფეთქებების ხმა არ ისმის. ვრცელდება ინფორმაცია ერთ-ერთ ელექტრო ქვესადგურის, ასევე, საკრებულოს შენობის დაზიანების შესახებ“, – დაწერა მან.
ორლოვის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და დაიცვან ორი კედლის წესი.